ყაზახეთი 2027 წლისთვის, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს

ყაზახეთი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის სრულად შეწყვეტას მომავალი წლიდან გეგმავს.

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სუნგატ იესიმხანოვმა განაცხადა.


სამინისტროს ცნობით, მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებულება სტაბილურად მცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს რუსეთის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვების მოცულობამ 2.1 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1.5 მილიარდამდე შემცირდა და წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, 1.2 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.


სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ის ადგილობრივი წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული.

გასულ წელს ადგილობრივი ელექტროსადგურების მიერ 117 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი გამოიმუშავეს და ეს მაჩვენებელი 2026 წელსაც გააგრძელებს ზრდას.


ენერგეტიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ახალი სიმძლავრეების გაშვება არამხოლოდ სრულად დაფარავს შიდა მოთხოვნას, არამედ, მთლიანად აღმოფხვრის იმპორტირებულ მარაგებს.