რუსული მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა რუსი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში მოსკოვის სასამართლომ გარი კასპაროვს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
კასპაროვს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით (ტერორიზმის საჯაროდ გამართლება საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით). მოგვიანებით მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-2 ნაწილით (უცხოეთის აგენტის საქმიანობის წესის დარღვევა).
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გარი კასპაროვი „უცხოური აგენტების“ სიაში 2022 წელს შეიყვანა.
გარი კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. ის რუსეთში ოპოზიციური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. 2013 წელს მან დატოვა რუსეთი. კასპაროვი აქტიურად გამოდის, მათ შორის, აშშ-ის მედიით, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინას უჭერს მხარს.