კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
ლონდონში, პრემიერის რეზიდენციასთან გამართულ ბრიფინგზე სტარმერმა განაცხადა, რომ ლეიბორისტულ პარტიაში სულ უფრო ხშირად იყო შეკითხვა, არის თუ არა საუკეთესო ლიდერი, რომელიც პარტიას მომავალი არჩევნებისკენ გაუძღვება, საპარლამენტო ფრაქციისგან ამ შეკითხვაზე პასუხი მოისმინა და ამ პასუხს ღირსეულად იღებს.
- გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა 2024 წლის ივლისში მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში მყოფმა ლეიბორისტებმა საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები დაამარცხეს.
კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთი იდგა.
როგორც BBC წერს, ბრიტანეთში სტარმერს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ აქვს მკაფიო ხედვა, თუ საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა.
კირ სტარმერი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 2020 წელს გახდა.
ცნობისთვსის, 2026 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტები დამარცხდნენ.