საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც 15 წლამდელებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას კრძალავს.


საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა ხდება, რომელმაც ბავშვებს აუკრძალა ისეთი აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა TikTok.


პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, აკრძალვა მისი ბოლო ვადის მნიშვნელოვან რეფორმად აქცია და პირობა დადო, რომ სექტემბრისთვის აღასრულებდა მას.


„საფრანგეთი ევროპაში ლიდერობს ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების დაცვის საკითხში,“ - ამბობს მაკრონი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში.


საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მარეგულირებელმა გასულ წელს განაცხადა, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა TikTok, Snapchat და Instagram, საზიანოა მოზარდებისთვის, განსაკუთრებით გოგონებისთვის, თუმცა ეს არ იყო მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების ერთადერთი მიზეზი.


აკრძალვის გამონაკლისები გათვალისწინებულია ისეთი საიტებისთვის, როგორიცაა ონლაინ ენციკლოპედიები და საგანმანათლებლო პლატფორმები.


გასული წლის დეკემბერში, მსოფლიოში [Facebook-ზე, Snapchat-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე] პირველი აკრძალვა 16 წლამდელებისთვის ავსტრალიაში ამოქმედდა.