მონტენეგრო რუსეთის, ბელორუსის, ჩინეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზებს შემოიღებს. ეს ზომა მონტენეგროს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან სრულად შესაბამისობაში მოსაყვანად მიიღეს.
„მონტენეგროს მთავრობამ 2026 წლის 23 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შესწორებები შევიდა სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებაში. ცვლილებების თანახმად, ბელორუსის, ჩინეთის, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეებს მონტენეგროში შესასვლელად ვიზა პირველი ნოემბრიდან დასჭირდებათ,“ - განაცხადა სამინისტრომ.
მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სწორედ ხსენებულ ხუთ ქვეყანასთან მიმართებით, მონტენეგროს სავიზო პოლიტიკა ჯერ კიდევ არ იყო სრულად შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან.