ყაზახეთმა შუა დერეფნით, მათ შორის საქართველოს გავლით, დიდ ბრიტანეთში მინერალური სასუქების პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა დაიწყო

ყაზახეთიდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტის ახალი მარშრუტი გაიხსნა.

  • ყაზახეთმა შუა დერეფნის გავლით, დიდ ბრიტანეთში სასუქის პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა დაიწყო.

„ყაზახეთის რკინიგზამ“ (KTZ NC JSC) ეკიბასტუზიდან დიდ ბრიტანეთში მინერალური სასუქების პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა განახორციელა. გადაზიდვა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) გამოყენებით განხორციელდა და მოიცავდა სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კომბინაციას. მარშრუტი გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, რის შემდეგაც ტვირთი ფოთისა და ბათუმის პორტებიდან საზღვაო გზით დიდ ბრიტანეთში, ფელიქსტოუს პორტში გადაიზიდება,“ — აცხადებენ კომპანიაში.