რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სასანქციო სია დაანონსდა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური სანქციების სიის“ წარდგენას გეგმავს.


„ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური სანქციების სიას შემოდგომაზე წარვადგენ. თუ მას მივიღებთ, სანქცირებული რუსი ფიზიკური პირების, კომპანიებისა და ორგანიზაციების რაოდენობა დაუყოვნებლივ ერთი მესამედით გაიზრდება,“ - განუცხადა კალასმა გერმანულ გაზეთ „ველტს“ ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.


რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე ხაზგასმით, მან განმარტა, რომ აშშ-ის სენატის მიერ აგვისტოს დასაწყისში სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება იმედს იძლევა, რომ „ევროპა და შეერთებული შტატები ამ საკითხთან დაკავშირებით დაახლოვდებიან.“


„ევროპა მზარდი ჰიბრიდული საფრთხის წინაშე დგას. საბოტაჟი, ჯაშუშობა და კიბერშეტევები უმეტეს შემთხვევაში მოსკოვის დამსახურებაა,“ - აღნიშნა კალასმა.

მისი განცხადებით, რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა ცოტა ხნის წინ დაარღვიეს პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე და რომ მოსკოვი ამით მათ სიმტკიცესა და თავდაცვას ცდის.


„თუ ძალიან სუსტად ვუპასუხებთ, კიდევ უფრო მეტ ასეთ ინციდენტს ვიხილავთ,“ - აღნიშნა კალასმა.

ის მიესალმა გერმანიის მიერ დაზვერვის სამსახურების რეფორმირების გეგმებს და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას ჰიბრიდულ საფრთხეებზე უკეთ რეაგირებისთვის.