ყაზახეთი კასპიის ზღვაზე $1 მილიარდის ღირებულების ახალ პორტს ააშენებს

ყაზახეთი კასპიის ზღვაზე $1 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ პორტს ააშენებს.

მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 6-15 მილიონ ტონას შეადგენს.

შემდგომ ეტაპებზე დაგეგმილია სიმძლავრის გაზრდა წელიწადში 25 მილიონ ტონამდე.


პროექტი მოიცავს შვიდ ნავმისადგომს, დაახლოებით 3-კილომეტრიან ტალღისმჭრელ ნაგებობას, საერთო ჯამში 7,5 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ლიანდაგებს, ასევე, გემთმშენებელ და გემთსარემონტო კომპლექსს.