ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ 41 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა.
„ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ გონებით არ მიიღება. ისინი გულითაც მიიღება“, - აცხადებს რონალდუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების მაისურით 234 მატჩი ჩაატარა და 146 გოლი გაიტანა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი სანაკრებო დონეზე ჩატარებული მატჩებისა და გოლების რაოდენობით ყველა დროის რეკორდს ფლობს.
რონალდუ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი (2016) და ორგზის უეფას ერთა ლიგის გამარჯვებულია (2019, 2025).