ანტალიაში, COP31-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, თანამოსაუბრეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გაუსვეს მის წინ წაწევასა და ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის მნიშვნელობას.
ამ მხრივ, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიღწეულ შეთანხმებებს, ასევე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ წახალისებაზე.
მოსაზრებები გაიცვალა ასევე რეგიონულ პროცესებზე. ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების ფაქტი და განაცხადეს, რომ მან ახალი იმპულსი შესძინა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო გზების დებლოკირებაზეც, მათ შორის TRIPP-ის პროექტის განხორციელებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე.
თურქულმა მხარემ შეხვედრის შესახებ მოკლე ცნობა დეტალების გარეშე გაავრცელა.