დიმიტრი აბდუშელიშვილი: მერაბმა და საბამ ნამდვილად აჩვენეს, ვისი გორისანი არიან

ბიზნესმენი და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


  •               „ცხოვრებაშიც, სპორტშიც და ომშიც კი უღირსი საქციელი არ მოსულა. სპორტი, უპირველესად, ჯანსაღი ცხოვრების წესია. ისიც კი, როგორ ექცევი გამარჯვებულს და დამარცხებულს, თვითგამოხატვაა და აჩვენებს, ვინ ხარ და რას წარმოადგენ. მრავალრიცხოვანი ამალით, ტურასავით მიპარული ადამიანები არათუ სპორტულ სულისკვეთებას, ადამიანურ მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. ჩვენმა ბიჭებმა, მერაბმა და საბამ კი ნამდვილად აჩვენეს ვაჟკაცობის მასტერკლასი და ისიც, ვისი გორისანი არიან! როცა ხანდახან ვერ გაუგიათ ამდენ თავსდატეხილ ქარიშხლებში როგორ გადავრჩით ქართველები, საბას ეს კადრებიც ვაჩვენოთ, თვალი რომ არ დაახამხამა ისე რომ გადაეშვა ჩხუბში მეგობრის დასახმარებლად. ეგეთ მეგობრობას, ეგეთ ქართველობას გაუმარჯოს სპორტში იქნება თუ ცხოვრებაში, საბასნაირი, მეგობრისთვის თავდადებული საქართველო მიყვარს და მეიმედება.“ 🇬🇪❤️

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.