თოყაევი: სუვერენული ფონდისა და სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელების დაკავება სახელმწიფო კომპანიებში არსებულ მასშტაბურ კორუფციაზე მიუთითებს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყაზახეთის სუვერენული ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელების დაკავებას უწოდა სერიოზული სიგნალი, რომელიც სახელმწიფო კომპანიებში არსებულ ფართომასშტაბიან კორუფციაზე მიუთითებს.


ეს განცხადება უსაფრთხოების საბჭოს სამუშაო თათბირზე გააკეთა. 

თოყაევმა ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებლობის თანახმად, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალები არ უნდა გახდეს საჯარო, მით უმეტეს, რომ საგამოძიებო პროცესი ახლა იწყება.


ამავდროულად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი მსხვილი კორუფციული საქმე სახელმწიფო კომპანიების სისტემაში მას შემდეგ, რაც წარდადგინეს კონცეფცია „კანონი და წესრიგი“ და ის კონსტიტუციაში აისახა, როგორც საჯარო მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი.


„არავის აქვს უფლება, დაარღვიოს კონსტიტუცია ან, შეიძლება, ითქვას, დასცინოს ამ წმინდა დოკუმენტს,“ — აღნიშნა თოყაევმა.