ფაშინიანი: დეკემბერში რუსეთში სამჯერ ჩავალ

ნიკოლ ფაშინიანი დეკემბერში რუსეთში ვიზიტს გეგმავს. სომხეთის პრემიერის თქმით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარება მიზნად რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას არ ისახავს.


„რუსეთისთვის პრობლემების შექმნა არ გვსურს. ვიმედოვნებ, რომ ეს რუსეთის განზრახვაც არ არის“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.


“დეკემბერში რუსეთში სამჯერ ჩავალ. 3, 11 და 22 დეკემბერს რუსეთს მოლაპარაკებებისთვის ვეწვევი. ვიმედოვნებ, რუსეთთან ურთიერთობაში მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებას შევძლებთ,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.