ჯო ბაიდენი: ჩინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მსგავსად მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს შეადარა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ის ერთ-ერთი ისეთი ადამიანია, პუტინის მსგავსად, რომელიც მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა დარჩება მსოფლიო ეკონომიკის ლიდერად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მის ჩანაცვლებას ცდილობს.

„ეს არ მოხდება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ზრდას და გაფართოვებას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.