ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების რიცხვი გაზრდილია. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნულუი.
საია-ს მტკიცებით, აღნიშნული სტატისტიკა ძირითადად, გამოწვეულია ოჯახური დანაშაულების საქმეთა ბრალდებულების სასარგებლოდ დასრულებით.
„კერძოდ, როდესაც დაზარალებული სარგებლობს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და ჩვენებაზე უარს ამბობს, საქმეზე აღარ რჩება შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობას დაადასტურებდა. ეს კი, საბოლოოდ, ბრალდებულთა სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტას იწვევს. პროკურატურა სასამართლოს, უმეტესწილად, პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს, როდესაც საქმე ოჯახში ძალადობისა ან ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულს ეხება. ამ კატეგორიის დანაშაულის საქმეები, ძირითადად, გამამტყუნებელი განაჩენით სრულდება“, - ვკითხულობთ ანგარიშში
საია-ს ცნობით, სხვადასხვა მონაცემით, ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაზრდილია. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება პროკურატურის მიერ წარმოებული ამგვარი საქმეების რაოდენობა და მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა.