აუდიტი: თავდაცვის სამინისტროში ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ 697,406,534 ლარი შეადგინა

თავდაცვის სამინისტროს აუდიტის შედეგად გამოვლინდა ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში არსებული ნაკლოვანებები, რაც ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების უტყუარ და სამართლიან წარდგენას“, - ამის შესახებ აუდიტის სახელმწიფო დასკვნაშია აღნიშნული.

აუდიტის დასკვნის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, 2019 წლის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ ჯამურად 697,406,534 ლარი შეადგინა.

„სარდლობებისა და მათი ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში და ჯლუსში დამოუკიდებლად (ინდივიდუალურ დონეზე) წარმოდგენილი აქტივების რაოდენობრივი მონაცემები და აქტივებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინფორმაცია, ვერ უზრუნველყოფს ურთიერთშესადარისობასა და სანდოობას. კერძოდ, სამხედრო ქვედანაყოფების სააღრიცხვო ინფორმაციაში მოცემული საბალანსო ანგარიშების ნაშთები არსებითად განსხვავდება მათ შესახებ ფინანსების მართვის დეპარტამენტში არსებული ნაშთებისაგან. 2019 წლის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ ჯამურად 697,406,534 ლარი შეადგინა.

სამინისტროს განმარტებით, 2020 წელს განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები მონაცემებს შორის სხვაობების შემცირების მიზნით და აღნიშნული უზუსტობების ჯამური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული მიმართულებით პრობლემის გამოსწორების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება სამუშაო პროცესი“, - აღნიშნულია დასკვნაში.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, სამინისტროს არ აქვს დეტალურად შესწავლილი ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობის გამომწვევი მიზეზები, თუმცა აღსანიშნავია, რომ უზუსტობები ძირითადად გამოწვეულია აღრიცხვა- ანგარიშგების პროცესის ნაკლოვანებებით და არაერთგვაროვანი მიდგომების გამოყენებით.

„ ამასთან, ხშირ შემთხვევაში არ არის დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ქვედანაყოფებსა და სამინისტროში ეკონომიკური მოვლენები აისახება სხვადასხვა პერიოდში. მაგალითად: 2019 წლის დეკემბრის თვეში გრანტის სახით მიღებული14 4,758,776 ლარის სატრანსპორტო საშუალებები, ქვედანაყოფის მიერ აღრიცხულია დაგვიანებით, 2020 წლის თებერვალში.

ზოგიერთ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ თანხობრივად აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც განბაჟებული არ არის, ხოლო ქვედანაყოფები ასეთ აქტივებს აღრიცხავენ მხოლოდ რაოდენობრივად.15 მაგალითად, 2019 წელს ქვედანაყოფების მიერ მიღებული 3,734,819 ლარის16 ღირებულების განუბაჟებელი აქტივები, თანხობრივად აღრიცხული არ არის.

II ქვეით ბრიგადას 2018 წლის აგვისტოში გადაეცა 1,603,967 ლარის სათადარიგო ნაწილები, რომელიც ბრიგადის მიერ აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად. ერთ-ერთ კომპანიასთან არსებული დებიტორული დავალიანება, ღირებულებით 39,280 ლარი, ჩამოწერილია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც17 , კომპანიას დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივების სამინისტროსთვის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელს დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია, სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული დავალიანების ჩამოწერა და აქტივების შემოსავლებში აღრიცხვა, ხოლო ქვედანაყოფის მიერ მარაგები მიღებული და შესაბამისად აღრიცხული არ არის. ü საინჟინრო ბრიგადამ 2019 წელს სამხედრო სისტემებს დაარიცხა 1,936,540 ლარის ცვეთა, თუმცა სამინისტროს არ აქვს შემუშვებული და დამტკიცებული აღნიშნული კატეგორიის ქონებაზე ცვეთის ნორმა. მონაცემთა სხვაობის მიზეზები დაკავშირებულია სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობასთან და რიგ შემთხვევებში ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების კომპეტენციასთან“, - წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა.