სენატორი ჯიმ რიშის განცხადებით, კონგრესში ამერიკის პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლისას თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი ,,ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ს მშენებლობას არ შეეხო, რაც მისი თქმით ნიშნავს, რომ ბაიდენს მილსადენის მშენებლობის შეჩერება არ სურს. ამის შესახებ განცხადებას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.
„სამწუხაროდ, დღევანდელ გამოსვლაში ვლადიმერ პუტინის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ საერთოდ არ იყო ნახსენები. ეს რუსული გაზსადენი, რომლის შეჩერებაც პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ სურს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას. კონგრესმა რამდენჯერმე იმოქმედა ორპარტიული პრინციპით, რომ ადმინისტრაციას სწრაფი ნაბიჯები გადაედგა, რათა ეს რუსული პროექტი არ დასრულებულიყო. დრო იწურება, პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ კანონი უნდა დაიცვას“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.
მისივე თქმით, აშშ-სთვის მთავარი გამოწვევა არის ურთიერთობა ჩინეთთან, რაშიც პრეზიდენტ ბაიდენს ეთანხმება.
სენატორი მოუწოდებს თეთრი სახლის ლიდერსა და სენატის დემოკრატ წევრებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.
”ამ საღამოს ჩემთვის გასაგებია, რომ მე და პრეზიდენტი ბაიდენი მინიმუმ ერთ რამეში ვთანხმდებით - ჩვენი უდიდესი საერთაშორისო გამოწვევა ახლა და ათწლეულების განმავლობაში არის ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან. მისთვის კარგი ამბავი მაქვს: სენატს აქვს გამოწვევა. ჩვენი კომიტეტის კანონპროექტი ორპარტიული მუშაობის ნამდვილი ნაწილია. ეს არის გრძელი მარათონის ძლიერი დასაწყისი. თუ პრეზიდენტ ბაიდენს და სენატის დემოკრატებს სურთ უფრო მეტი გააკეთონ, ვიდრე მხოლოდ ორპარტიული პარტიის ღირსებებზე ისაუბრონ, მათ მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენი კომიტეტის კანონპროექტის დამოუკიდებელ საკითხს შემდეგ თვეში, დაუშვან ძლიერი დებატები და რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ კანონი", - აღნიშნულია განცხადებაში.