"ასოცირებული ტრიოს" ფორმატი ამოქმედდა! გილოცავთ კოლეგებო. ერთად ევროპული მომავლისკენ" - ამის შესახებ საქაღტველოს საგარეო სამქეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი Twitter-ში წერს.
დღეს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე "ასოცირებული ტრიოს" ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი არის სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება.