ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი, რომელმაც Europetime-თან ინტერვიუში თავად გააჟღერა მოსაზრება და ინიციატივა ასოცირების ტრიოს მიერ, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიერ ასოცირების ტრიოს დაფუძნებას მიესალმება. შესაბამისი ტექსტი ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა Facebook-ზე გაავრცელა. ევროპარლამენტარის თქმით, გუშინდელი შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორ იბადება ახალი დოქტრინები მთლიანად აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკოსებში.
,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიო - იდეიდან რეალობამდე. გუშინ, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მნიშვნელოვანი ინიციატივის იმპლემენტაციის შესახებ განაცხადეს. ამ ქვეყნებმა გადაწყვიტეს, დააფუძნონ ასოცირების ტრიო და გააერთიანონ ძალისხმევა ევროკავშირში უფრო სწრაფად ინტეგრაციისთვის. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას განაცხადა, რომ მას შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს სამიტის ინიციატივა წამოაყენოს.
მე მხოლოდ მივესალმები ასეთ მნიშვნელოვან და დროულ ინიციატივას, ასოცირების ტრიოს - მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი ვერ აკმაყოფილებს ამბიციების მქონე ქვეყნებს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. ვულოცავ ამ ინიციატივის განხორციელებას უფრო მეტად იმის გამო, რომ თავადაც ვგრძნობდი ჩართულობას და ეს ჩემთვის პრაქტიკული დადასტურებაა იმისა, რომ საგარეო პოლიტიკაში, ჩვენ, ლიეტუველებს სერიოზული წვლილის შეტანა შეგვიძლია საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინების ფორმირებაში, "შეშფოთების" ან "ღრმა შეშფოთებაზე განცხადების" შეზღუდვის გარეშე.
2019 წლის შემოდგომაზე, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესმა დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელიც მოვამზადეთ და პირველად ვთქვით, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს "ტრიოს სტრატეგია 2030", რომელიც პირველ რიგში დაეხმარებოდა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაში. ამავე წელს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ასევე დაამტკიცა სპეციალური რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს ფორმატის შექმნის შესახებ. ტრიოს კონცეფცია გახდა პოპულარული უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტებში. გუშინდელი შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორ იბადება ახალი დოქტრინები მთლიანად აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკოსებში.
ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა - ლიეტუვას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გრძელვადიან პოლიტიკაზე, თუ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი იდეები და გვაქვს შესაძლებლობა, ასეთი იდეების ირგვლივ თანამოაზრეების რიცხვი გავზარდოთ როგორც ევროკავშირში, ისე საზოგადოებაში, ჩვენს პარტნიორებში. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ევროკავშირს ვუყურებთ რაღაც ისეთს, რაც ჯერ კიდევ უცხოა, ჩვენგან შორსაა, ჩვენი გავლენის მიღმა.
დროა, გამოვიდეთ ამ ბავშვური "ურწმუნოობიდან". ჩვენ მართლაც მეტის მიღწევა შეგვიძლია, უბრალოდ ვისწავლოთ, როგორ ვიმუშაოთ თანმიმდევრულად. ამას მოითხოვს შედეგი, მუშაობა არის გზა ამის მისაღწევად, როგორც ეს ტრიოს სტრატეგიის შედეგმა აჩვენა", - წერს კუბილიუსი.
„ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს