თეგი: ავტობუსები
თბილისში ავტობუსების სამარშრუტო ნომრები შეიცვალა
თბილისში ავტობუსების სამარშრუტო ნომრებში შეიცვალა. ნომრის ცვლილება შეეხო ავტობუსის იმ მარშრუტებს, რომლებიც მგზავრებს ინტეგრირებული გადახდის სისტემის დანერგვამდე ემსახურებოდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. სისტემაში ავტობუსების გაერთიანების ფარგლებში, შეიცვალა შემდეგი სამარშრუტო ნომრები:„N1 შეიცვალა და გახდა N361; N2 შეცვალა - N305-მა; N3 ჩაანაცვლა - N313-მა; N4 გახდა - N324; N6 გახდა - N326; N7 გახდა - N367; N9 გახდა - N307; N10 გახდა - N380; N11 გახდა - N381; N12 გახდა - N312; N14 გახდა - N314; N15 გახდა - N315; N17 გახდა - N317; N18 გახდა - N318; N20 გახდა - N320; N21 გახდა - N311; N22 გახდა - N322; N23 გახდა - N323; N24 გახდა - N304; N25 გახდა - N325; N27 გახდა - N327; N28 გახდა - N328; N29 გახდა - N329; N30 გახდა - N376; N31 გახდა - N331; N32 გახდა - N335; N33 გახდა - N308; N34 გახდა - N354; N36 გახდა - N336; N37 გახდა - N337; N38 გახდა - N338; N39 გახდა - N309; N40 გახდა - N340; N41 გახდა - N341; N42 გახდა - N342; N43 გახდა - N393; N45 გახდა - N355; N46 გახდა - N306; N47 გახდა - N347; N49 გახდა - N349; N50 გახდა - N350. რაც შეეხება N51 ავტობუსს, ის N351-ით იმოძრავებს; N52 გახდა - N352; N53 გახდა - N353; N54 გახდა - N302; N56 გახდა - N356; N58 გახდა - N358; N59 გახდა - N359; N60 გახდა - N360; N62 გახდა - N362; N68 გახდა - N368; N70 გახდა - N370; N71 გახდა - N371; N72 გახდა - N372; N73 გახდა - N373; N75 გახდა - N375; N78 გახდა - N378; N79 გახდა - N379; N84 გახდა - N384; N86 გახდა - N386; N87 გახდა - N397; N88 გახდა - N388; N89 გახდა - N389; N90 გახდა - N390; N91 გახდა - N391; N92 გახდა - N392; N94 გახდა - N394; N95 გახდა - N395; N99 გახდა - N398; N103 გახდა - N374; N106 გახდა N316; N108 გახდა - N348; N112 გახდა - N382; N121 გახდა - N357; N124 გახდა - N364; N150 გახდა - N310“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებები არ შესულა და ისინი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
დედაქალაქში, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
დედაქალაქში სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას ითვალისწინებს. „სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მთელი რიგი რეფორმები განვახორციელეთ. გვყავს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები. დამატებით 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვას ვგეგმავთ. ასევე, ყოველდღიურად ვამუშავებთ ახალ მარშრუტებს. დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის 10 ახალი მარშრუტი ამოქმედდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოხერხებული, კომფორტული და სწრაფი იყოს. ამ მიზნით, შესაბამისი პროექტები ხორციელდება. ყველა ქუჩაზე, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვახორციელებთ, საავტობუსე ზოლებს ვაწყობთ. ეს მიდგომებია განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც იგივე ნაბიჯებს ვდგამთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება, პრინციპულად მნიშვნელოვანია.
4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტს მონიტორინგს მუდმივად უწევს. „ჩვენ წამოვიწყეთ უდიდესი რეფორმა, რომლის ფარგლებში, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩავანაცვლეთ და განვაახლეთ. ასევე, მიკროავტობუსები მთლიანად განახლდა. გვაქვს ახალი მარშრუტები, არის ბევრი სიახლე. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი შეიძლება იყოს, თუმცა, თბილისის მერია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. დაკვირვების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდეს. იგეგმება ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას. მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ამოქმედდება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა. დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება: N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს; ამასთან, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი: N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას. N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას, ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტამდე“ იმოძრავებს.
თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხით აღარ შეისყიდის
თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესყიდვის პროცედურები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ის ითვალისწინებს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას 2023-2024 წლებში და ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. „აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში, თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას და ამ ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ცხადია, ეს ავტობუსები ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებენ, თავისი ზომებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე. ამდენად, კონკრეტულ ქუჩებზე ყველაფერს ისე მოვაწესრიგებთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლის გადაკვეთა გარკვეულ ქუჩებსა და გამზირებზეა ნებადართული
ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული რეგულაციების თანახმად, A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლის გადაკვეთის უფლება აქვთ, – ამის შესახებ თბილისის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით – იქ, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი. „მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გადაადგილება და მოძრაობა დასაშვებია წყვეტილი ხაზიდან მომდევნო წყვეტილ ხაზამდე. გზის გაგრძელების შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება. რაც შეეხება უწყვეტ ხაზს, მისი გადაკვეთა აკრძალულია. ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგ გამზირებსა და ქუჩებზე: მოსკოვის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; რუსთაველის გამზირი; პეტრე მელიქიშვილის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; თამარ მეფის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; სანდრო ეულის ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში. აღნიშნული წესი დედაქალაქში A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის პირველი აპრილიდან ამოქმედდა.
2024 წლის ბოლომდე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი - კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში, 2024 წლის ბოლომდე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი. მისივე ინფორმაციით, ავტობუსების შესყიდვის წინასწარი თანხა 245 მლნ ლარი იქნება. „გადაწყვიტეთ, შევისყიდოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შესაბამისად კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში. წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18- მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი, დღგ-ის ჩათვლით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა, რა თქმა უნდა, დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ 2024 წლის აპრილამდე“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. „ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია - კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის,წინადადების წარსადგენად მიცემული ვადა საკმარისია. „წარმოდგენილ კომპანიებს დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მანამდე, ფასთა გამოკითხვა ჩატარდა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ავტობუსები. აბსოლუტურად საკმარისია აღნიშნული ვადა. დედაქალაქი იმ ავტობუსებს მიიღებს, რაც საჭიროა ამ ქალაქისთვის. მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რაც საკმაოდ მასშტაბურია და ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთ რისკენაც მივისწრაფვით არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.