თეგი: აივ-ინფექცია
აშშ-ში ქალი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, აივ-ინფექციისგან განკურნეს
აშშ-ში ქალი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, აივ-ინფექციისგან განკურნეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. აშშ-ში გამართულ კონფერენციაზე მეცნიერებმა განაცხადეს, ქალს ლეიკემიაც ჰქონდა. მას ტრანსპლანტაცია 2017 წელს ჩაუტარდა. 2 წლის შემდეგ ქალმა ანტივირუსული მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, შემდეგ კი მის ორგანიზმში ვირუსი არ აღმოჩნდა. ცნობისთვის, პირველი ადამიანი, რომელიც შიდსისგან განიკურნა, 2007 წელს ამერიკელი ტიმოტი ბრაუნი გახდა.