აშშ-ში ქალი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, აივ-ინფექციისგან განკურნეს

აშშ-ში ქალი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ, აივ-ინფექციისგან განკურნეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აშშ-ში გამართულ კონფერენციაზე მეცნიერებმა განაცხადეს, ქალს ლეიკემიაც ჰქონდა. მას ტრანსპლანტაცია 2017 წელს ჩაუტარდა. 2 წლის შემდეგ ქალმა ანტივირუსული მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, შემდეგ კი მის ორგანიზმში ვირუსი არ აღმოჩნდა.

ცნობისთვის, პირველი ადამიანი, რომელიც შიდსისგან განიკურნა, 2007 წელს ამერიკელი ტიმოტი ბრაუნი გახდა.