თეგი: ანტონიო ტაიანი
იტალია უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერს ხელს
იტალია უახლოეს დღეებში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმების დასრულებას ელის. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასთან მსგავს შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, რათა ქვეყანას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში დაეხმარონ. ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ მალე მოაწერენ ხელს მსგავს შეთანხმებებს უკრაინასთან. „აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი იმის ხაზგასმა, რომ დავითს ჰქონდეს რესურსი, დაიცვას თავი რუსი გოლიათისგან“, - განუცხადა ტაიანიმ. ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა
ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა
ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე, საჰაერო დარტყმა განხორციელდა. იტალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ დარტყმის მომენტში იტალიელი სამხედროები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ. თავდაპირველად სამინისტრო იუწყებოდა, რომ ერბილში მდებარე იტალიურ ბაზას რაკეტა მოხვდა, მაგრამ მოგვიანებით, წყაროებმა განმარტეს, რომ მას სავარაუდოდ, დრონი დაეცა, რომელმაც სამხედრო მანქანა გაანადგურა. შესაძლებელია, რომ დრონი მიზანმიმართულად არ ყოფილიყო გაშვებული ბაზის წინააღმდეგ და საფრენ აპარატს მიმართულება დაეკარგა. ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სტეფანო პიცოტიმ განაცხადა, რომ სამხედროებს წინასწარ ჰქონდათ საჰაერო საფრთხის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც ისინი დროულად გადავიდნენ ბუნკერებში. ჯერჯერობით უცნობია, საიდან განხორციელდა თავდასხმა, სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ. იტალიას ერაყის ქალაქ ერბილში დაახლოებით 300 სამხედრო ჰყავს, რომლებიც ქურთულ უსაფრთხოების ძალებს წვრთნიან. თუმცა რეგიონში დაძაბულობის გამო, რომელიც აშშ–ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტს უკავშირდება, მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ უკვე შემცირდა.