თეგი: ანჯეი დუდა
რომის პაპი პოლონეთში ჩავიდა
რომის პაპი ფრანცისკე პოლონეთში იმყოფება. პოლონეთის პრეზიდენტის Facebook-ზე შესაბამისი ფოტომასალა გამოქვეყნდა. რომის პაპი უკვე შეხვდა პოლინეთის პრეზიდენტს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პაპი ფრანცისკე უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს. რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“ რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა
ანჯეი დუდა: ბუჩას ფოტოებიდან ჩანს, რომ ნებისმიერ ფასად არ არის აუცილებელი აგრესორთან კომპრომისის ძიება
ბუჩას ფოტოებიდან ჩანს, რომ ნებისმიერ ფასად არ არის აუცილებელი აგრესორთან კომპრომისის ძიება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. „დამნაშავეებს უნდა ეწოდოს დამნაშავეები, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული და გასამართლებული. ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ კომპრომისი ნებისმიერ ფასად უნდა მოიძებნოს. სინამდვილეში, უკრაინის დამცველებს, უპირველეს ყოვლისა, სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და კიდევ ერთხელ იარაღი“, – წერს ანჯეი დუდა „ტვიტერზე“. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
ანდჯეი დუდას თქმით, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გადაეცემა
რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საერთაშორისო დახმარების ფარგლებში პოლონეთი უკრაინას, გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ლვოვში, უკრაინისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან „ლუბლინის სამკუთხედის“ ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შოლცმა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადასაცემად, მთავარი პირობა დაასახელა „ამ ბოლო დროს ჩვენ რეალურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს. ტანკები უკრაინისთვის, კოალიციის შემადგენლობის გადაწყვეტილების ფარგლებში იქნება მიწოდებული", - თქვა დუდამ ლვოვში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ასეთი საერთაშორისო კოალიციის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას მხარს უჭერს „თქვენ იცით, რომ უნდა მივიღოთ გარკვეული ოფიციალური შეთანხმებები. მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო კოალიცია", - თქვა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ Leopard-ის ტიპის ტანკების პირველ პარტიას, უკრაინა, სხვა ტიპის ტანკებთან ერთად, კოალიციის ფარგლებში ძალიან მალე მიიღებს. ამასთან დუდამ დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლონეთში უკვე მიღებულია.