თეგი: არაბთა გაერთიანებული საემიროები
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში შევიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან. „განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა ,,2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi ზრდის ფრენის სიხშირეს საქართველოს მიმართულებით. ამის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან, აბუ დაბი - ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით დაამატებს კვირაში 2 სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 9 სიხშირით. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.