თეგი: არამატერიალური ძეგლის სტატუსი
„ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს: ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები; გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია; რთვლის ტრადიცია საქართველოში; მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი; მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია; ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში". ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანება 2023 წლის 9 იანვარიდან ამოქმედდა.