საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:
- ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები;
- გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია;
- რთვლის ტრადიცია საქართველოში; მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი;
- მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია;
- ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში".
ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანება 2023 წლის 9 იანვარიდან ამოქმედდა.