თეგი: ასპინძა
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასპინძაში, ნიალას მთაზე დათვი კაცს თავს დაესხა
ასპინძაში, ნიალას მთაზე დათვი კაცს თავს დაესხა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გარდაცვლილი კახეთის მუნიციპალიტეტიდან იყო და მთაში მწყემსად მუშაობდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ასპინძაში მაშველებმა არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს
არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც მაშველები ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გუშინ, 9 ივნისს დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარემ წაიღო.