ასპინძაში, ნიალას მთაზე დათვი კაცს თავს დაესხა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გარდაცვლილი კახეთის მუნიციპალიტეტიდან იყო და მთაში მწყემსად მუშაობდა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.