თეგი: ატომური წყალქვეშა ნავი
1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში განთავსდა
სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. აპრილში, შეერთებული შტატები დათანხმდა, რომ ატომური შეიარაღებული ქვედანაყოფები სამხრეთ კორეაში, ჩრდილოეთის მზარდი აგრესიის საპასუხოდ, პერიოდულად განათავსოს. პარალელურად, ფხენიანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა, ბირთვული დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს. BBC-ის თანახმად, ორშაბათს, 17 ივლისს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჯონგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა „მზადაა, მტკიცედ შეეწინააღმდეგოს მისი სუვერენიტეტის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას.“ იაპონიის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ვაშინგტონის დეკლარაციის თანახმად, რომელიც აპრილში დაიდო აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და სამხრეთ კორეის ლიდერს, იუნ სუკ იოლს შორის, აშშ სამხრეთ კორეაში ბირთვული შეიარაღებული წყალქვეშა ნავების და სხვა სტრატეგიული აქტივების, მათ შორის, ბირთვული ბომბდამშენების გაგზავნით, თავის თავდაცვის ვალდებულებებს უფრო თვალსაჩინოს ხდის. 1970-იან წლებში შედარებით გავრცელებული იყო ამერიკული წყალქვეშა ნავების განლაგება სამხრეთ კორეაში, მაგრამ ვიზიტები ნაკლებად ხშირი გახდა, რადგან ცივი ომი დასრულდა და ჩრდილოეთ კორეის საფრთხე სამხრეთით შემცირდა, ბოლო ვიზიტი კი, 1981 წელს შედგა. სეულის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, კიმ ტაე-ჰიომ ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულმა შტატებმა „აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთი თავს დაესხმება სამხრეთს ბირთვული იარაღით, მას დაუყოვნებლივი, ყოვლისმომცველი და გადამწყვეტი საპასუხო ზომები მოჰყვება, რაც „რეჟიმის“ „განადგურებას გამოიწვევს.“ Kentucky, ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავი, რომელიც ექსპლუატაციაში 1991 წელს შევიდა, Trident II D5 missiles-ის ტიპის რაკეტებს ატარებს. ის ერთ-ერთია 14 ამერიკული წყალქვეშა ნავიდან, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების გადატანა შეუძლია.
ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა - მედია
ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები (SLCM) გამოსცადა. Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ განახლებული ამით ჩრდილოეთ კორეამ მისი საზღვაო ძალების ბირთვული შეიარაღება დააჩქარა. სარაკეტო გამოცდას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მეთვალყურეობდა. მედიის ცნობით, გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გამოსცადა ახალი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შექმნილია ბირთვული ქობინის გადასატანად, მაგრამ მაშინ არ განუმარტავს, რომ ის წყალქვეშა გაშვებისთვის იყო შემუშავებული.