თეგი: აფეთქება ფონიჭალაში
ფონიჭალაში აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბავშვი, რომელიც ფონიჭალაში, ნანგრევებიდან ცოცხალი, კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს, კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად, 5-სართულიან საცხოვრეებელ შენობაში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაო მიმდინარეობს. რაც შეეხება დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია იყო გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია. აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან კი მოსახლეობის ნაწილი უვნებელი გამოიყვანეს. „აფეთქება,127 - ე სკოლის უკან მოხდა. „შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონიჭალაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აფეთქება მოხდა. მისივე თქმით, თავიდან 90 ოჯახის მოთავსება იგეგმებოდა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის და მხოლოდ 28 ოჯახი განთავსდება. „დაახლოებით 143 ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროებში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული,“- აღნიშნა კალაძემ. პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რრომ სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, გამომძიებლებიც მუშაობენ და შესაბამის მოქმედებებს ახორციელებენ. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს. მაშველებთან ერთად ვათვალიერებთ შემთხვევის ადგილს, იმის შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მოცემულობა გვაძლევს, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია, გამომძიებლებმა იმუშაონ. მათ შორის, ვადგენთ ყველა პირის მონაცემებს, რომლებიც კორპუსის მაცხოვრებლები არიან და სხვადასხვა ინფორმაციებს ვაგროვებთ. ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. თავის მხრივ, სამაშველო სამსახური მუშაობს და ეძებს აქტიურად იმ პიროვნებებს,“ - განაცხადა ვეფხვაძემ. გაზის კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმება წინასწარ ვერ მოხერხდა, რადგან ბინის მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა. „ამ კონკრეტულ კორპუსში, რაც მოვიძიეთ ინფორმაცია, [გაზის დანადგარების გამართულობის] შემოწმება ბოლოს ჩატარებული არის 2026 წლის იანვარში. მანამდე, ჩატარებულია 2025 წლის იანვარშიც და უნდა ჩატარებულიყო 2027 წლის იანვარშიც,“ - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ხუთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის ბინის მეპატრონე, 31 წლის კაცი. მისი მდგომარეობა მძიმეა. მაშველებმა სულ ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მათ შორის არის მცირეწლოვანიც. მანამდე, კორპუსის ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგო. სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია. ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფონიჭალაში აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო