19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ხუთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის ბინის მეპატრონე, 31 წლის კაცი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მაშველებმა სულ ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მათ შორის არის მცირეწლოვანიც. მანამდე, კორპუსის ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგო. სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია. ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.