თეგი: აფთქება
ბიზნესცენტრ King David-თან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენის ავტომობილის აფეთქება სცადეს
ბიზნესცენტრ King David-თან, სავარაუდოდ, ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის ავტომობილის აფეთქება სცადეს. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეტონიძე სახლიდან სტუმარს აცილებდა. ბიზნესმენის ავტომობილი დამწვარია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანამდე, მარლენ მეტონიძის სახელი 7 თვის წინ, „ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ფიგურირებს, მაშინ მეტონიძე დაიჭრა, მის ძმასა და დაცვას კი ბრალი წარედგინათ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.