თეგი: აღდგენა
ლარსის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), ჩატარებული ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტი დროებითი გზის საშუალებით იმოძრავებს, პარალელურ რეჟიმში კი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიგეგმება და ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა და ამ დრომდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დენის შმიგალმა ის სახელმწიფოები დაასახელა, რომლებიც უკრაინის ქალაქებს აღადგენენ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ის სახელმწიფოები დაასახელა, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ქალაქებს აღადგენენ. მან პრეზენტაცია, შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში 4-5 ივლისს მიმდინარე კონფერენციაზე წარმოადგინა. შმიგალის მიერ წარმოდგენილი ქალაქების და ქვეყნების სია: ირლანდია-როვნო; გერმანია-ჩერნიგოვი; კანადა-სუმი; აშშ და თურქეთი-ხარკოვი; ჩეხეთი, ფინეთი; შვედეთი-ლუგანსკი; ბელგია-ნიკოლაევი; შვედეთი და ნიდერლანდები-ხერსონი; შვეიცარია-ოდესა; ნორვეგია-კიროვოგოროდი; ავსტრია-ზაპოროჟიე; პოლონეთი და იტალია-დონეცკი. პრემიერმა ასევე დასძინა, რომ გეგმის განსახორციელებლად შემოთავაზებულია შესაბამისი სტრუქტურის - აღდგენის პლატფორმის შექმნა. კიდევ ერთი წინადადებაა უკრაინის აღდგენისთვის რამდენიმე ოფისის შექმნა: მთავარი ოფისი განთავსდება კიევში, სხვები კი ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში. შმიგალმა განაცხადა, რომ გეგმის აქტივობების დაფინანსებას აპირებენ ჩამორთმეული რუსული აქტივების, გრანტებისა და შეღავათიანი სესხების, კერძო სექტორის ინვესტიციების და საბიუჯეტო გარე შენატანების, ასევე, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვის ხარჯზე. შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის აღდგენის პრინციპებზე შეთანხმდნენ. უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრებოდა, დასრულდა.
ცნობილია, რამდენი მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება უკრაინის აღდგენას
მსოფლიო ბანკის, ევროკომისიის და უკრაინის მთავრობის ერთობლივი შეფასებით, ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა თითქმის $350 მილიარდი დაჯდება. ამის შესახებ დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა. რუსეთის ჯარების მიერ ამ ომში მიყენებული პირდაპირი მატერიალური ზარალი მსოფლიო ბანკის მიერ $97 მილიარდადაა შეფასებული. უკრაინის მშპ 2021 წელს, რუსეთის შემოჭრამდე, $200 მილიარდი იყო. ევროკავშირი დღეს შეთანხმდა გადაწყვეტილებაზე უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მთავრობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. „შემოჭრის ზარალს იგრძნობენ თაობები - ოჯახების განცალკევების, პიროვნული განვითარების შეფერხების, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.