დენის შმიგალმა ის სახელმწიფოები დაასახელა, რომლებიც უკრაინის ქალაქებს აღადგენენ

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ის სახელმწიფოები დაასახელა, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ქალაქებს აღადგენენ.

მან პრეზენტაცია, შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში 4-5 ივლისს მიმდინარე კონფერენციაზე წარმოადგინა.

შმიგალის მიერ წარმოდგენილი ქალაქების და ქვეყნების სია:

  • ირლანდია-როვნო;
  • გერმანია-ჩერნიგოვი;
  • კანადა-სუმი;
  • აშშ და თურქეთი-ხარკოვი;
  • ჩეხეთი, ფინეთი;
  • შვედეთი-ლუგანსკი;
  • ბელგია-ნიკოლაევი;
  • შვედეთი და ნიდერლანდები-ხერსონი;
  • შვეიცარია-ოდესა;
  • ნორვეგია-კიროვოგოროდი;
  • ავსტრია-ზაპოროჟიე;
  • პოლონეთი და იტალია-დონეცკი. 

პრემიერმა ასევე დასძინა, რომ გეგმის განსახორციელებლად შემოთავაზებულია შესაბამისი სტრუქტურის - აღდგენის პლატფორმის შექმნა. კიდევ ერთი წინადადებაა უკრაინის აღდგენისთვის რამდენიმე ოფისის შექმნა: მთავარი ოფისი განთავსდება კიევში, სხვები კი ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში.

შმიგალმა განაცხადა, რომ გეგმის აქტივობების დაფინანსებას აპირებენ ჩამორთმეული რუსული აქტივების, გრანტებისა და შეღავათიანი სესხების, კერძო სექტორის ინვესტიციების და საბიუჯეტო გარე შენატანების, ასევე, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვის ხარჯზე.

შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის აღდგენის პრინციპებზე შეთანხმდნენ. უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრებოდა, დასრულდა.