თეგი: აშშ საელჩო
ამერიკის საელჩო: ვაფასებთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერას, საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით
საქართველოში აშშ-ს საელჩო მათ ტერიტორიაზე გამნაღმველების სავარაუდო მუშაობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. აშშ-ის საელჩო ოფიციალურად ადასტურებს, რომ დიპლომატიური უწყების ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. „აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით", - ვკითხულობთ განცხადებაში. მანამდე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს შენობის მიმდებარედ გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ, ხოლო საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
პუტინის მსგავს დიქტატორებს ავიწყდებათ ჭეშმარიტება - „ბოროტსა სძლია კეთილმან“ - აშშ-ის საელჩო
ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ. პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუტინის მტერია ფეხმძიმე ქალები, რომლებსაც სამშობიაროში ბომბავს, პატარა ბავშვები და მოხუცები, რომლებიც თავშესაფრებში ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ და ადამიანები, რომლებიც ირჩევენ თავისუფლებას. ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.