საქართველოში აშშ-ს საელჩო მათ ტერიტორიაზე გამნაღმველების სავარაუდო მუშაობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. აშშ-ის საელჩო ოფიციალურად ადასტურებს, რომ დიპლომატიური უწყების ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ.
„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მანამდე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს შენობის მიმდებარედ გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ, ხოლო საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.