თეგი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მძიმე შედეგები მოჰყვება
ევროპაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ეკონომიკური სანქციების მძიმე შედეგები მოჰყვება. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ და დიპლომატია გვსურს, რამდენადაც ეს დიალოგსა და დისკუსიებს ეხება, რომელიც რუსეთთან გვქონდა. თუმცა, ჩვენ ასევე მზად ვარ, თუ რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს, უზრუნველვყოთ სერიოზული შედეგები, ეკონომიკური სანქციების თვალსაზრისით“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავს
"რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ", - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავს. „NATO-ს ქვეყნები რუსეთის ქმედებებს ერთნაირად ვაფასებთ, იმიტომ რომ აქ ორი აზრი ვერ იარსებებს. რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრებენ და პარალელურად შეჭრისთვის ყალბი საბაბების შექმნას გააგრძელებენ“, - ამბობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.