ევროპაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ეკონომიკური სანქციების მძიმე შედეგები მოჰყვება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ და დიპლომატია გვსურს, რამდენადაც ეს დიალოგსა და დისკუსიებს ეხება, რომელიც რუსეთთან გვქონდა. თუმცა, ჩვენ ასევე მზად ვარ, თუ რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განახორციელებს, უზრუნველვყოთ სერიოზული შედეგები, ეკონომიკური სანქციების თვალსაზრისით“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.