თეგი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ თავის მოქალაქეებს ბელორუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს
აშშ-ის თავის მოქალაქეებს ბელორუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო აქტიურობის ზრდის გამო აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში ან აპირებენ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობაა. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო 12 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში მდებარე აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლობის გაყვანის განკარგულება გასცა. ამასთან, არსებული არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ურჩევენ, არ გაემგზავრონ ბელარუსში.
სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის $88 მილიონის გამოყოფას გეგმავს
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის $88 მილიონის გამოყოფას გეგმავს. „აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და კრემლის მავნე გავლენასთან გამკლავებას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას, უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთში; გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის განვითარებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად; ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაფართოებას; ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, აგრეთვე ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და რუსეთის მავნე გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ინტეგრაციას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში. საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის ხაზით „ევროპისა და ევრაზიის“ დახმარების პროგრამისთვის, რომლის ერთ-ერთი ბენეფიციარი საქართველოა, სახელმწიფო დეპარტამენტი 24.9 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის პროგრამები აძლიერებს როგორც რეგიონალურ უსაფრთხოებას, ასევე ურთიერთქმედებას აშშ-ის, ნატოს და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის და ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება საგარეო სამხედრო დაფინანსების ხაზს, „ევროპისა და ევრაზიის“ დახმარების პროგრამისთვის სახელმწიფო დეპარტამენტი 352 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რომლის პრიორიტეტული მიმღებები უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა არიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა სულ $60,4 მილიარდია, რაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს $1,9 მილიარდით აღემატება. აღნიშნული დოკუმენტი უკრაინისთვის რუსეთის წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ინტერვენციის ფონზე, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის $1,6 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს.
ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნას ეყრდნობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განაცხადა, რომ იმ ცნობას ეყრდნობა, რომლებიც ე.წ ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა მომზადებული. რა წერია ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა. „თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მიკერძოებული ადამიანების მიერ მოგონილ ინფორმაციაზე დაყრდნობილი. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა. არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა. მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ღია, გახსნილი დემოკრატია, თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალი, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციებს, თუმცა, მათი ინფორმაციის 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი, ცრუ ინფორმაცია. ასევე ის ფაქტი, რომ ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებში. ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება, არასამთავრობო სექტორს, მედიას ყველგან“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.