თეგი: აშშ-ს საელჩო
აშშ-ის საელჩო: ვემშვიდობებით ქართველ-ამერიკელ პიანისტ ლექსო თორაძეს, რომელიც მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს ძალიან დააკლდება
მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი. „დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე, ლექსო თორაძეს. მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება. ვუსამძიმრებთ ლექსოს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და უამრავ მოსწავლეს, მათ შორის აშშ-ის ტრანსპორტირების სახელმწიფო მდივან (და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ) პიტ ბუტიჯეჯს, რომელიც ერთ დროს ინდიანას უნივერსიტეტში თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში ყოველკვირეულად სწავლობდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტში. ლექსო თორაძეს დღეს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლისა 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს. პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა. ლექსო თორაძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
აშშ-ის საელჩო: აშშ მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას
დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას, მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის ბრძოლაში, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ამ თვეში ჩვენ ლგბტქი+ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები ისეთებს გიღებთ, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას, მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის ბრძოლაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული. კლუბში „ხიდი“ ქვიარ ფილმის - „სველი ქვიშა” ჩვენება მიმდინარეობს.
ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე - აშშ-ს საელჩო
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი სამხედრო-საზღვაო ძალების 133-ე სამშენებლო ბატალიონს შეხვდა. კელი დეგნანმა მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენებს საქართველო ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტს, როცა მასშტაბურ წვრთნებს უმასპინძლებს და აღჭურვილობის გადატანა გახდება საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. „სამხედრო თანამშრომლობა, წვრთნები და ერთად მსახური - ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომელსაც ვაგრძელებთ მშვიდობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მუშაობით. ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტის მშენებლობა საკვანძო პროექტია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.