საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი სამხედრო-საზღვაო ძალების 133-ე სამშენებლო ბატალიონს შეხვდა. კელი დეგნანმა მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენებს საქართველო ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტს, როცა მასშტაბურ წვრთნებს უმასპინძლებს და აღჭურვილობის გადატანა გახდება საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
„სამხედრო თანამშრომლობა, წვრთნები და ერთად მსახური - ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომელსაც ვაგრძელებთ მშვიდობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მუშაობით. ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტის მშენებლობა საკვანძო პროექტია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.