თეგი: ბაშარ ალ-ასადი
ბაშარ ალ-ასადი ირანში ჩავიდა
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი თავის უახლოეს რეგიონულ მოკავშირეს ირანს, უზენაეს ლიდერ, აიათოლა ალი ხამენეისთან მოლაპარაკებებისთვის ეწვია. Reuters-ის ცნობით, ორივე ლიდერი თეირანსა და დამასკოს შორის კავშირების გაძლიერებას უჭერს მხარს, იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, რომ ასადი, რომელიც 2011 წელს სირიის ომის დაწყების შემდეგ, ირანს მეორედ ეწვია, ასევე შეხვდა ირანის პრეზიდენტს იბრაჰიმ რაისს. „დღევანდელი სირია არ არის ისეთი, როგორიც იყო ომამდე, მაგრამ სირიის პრესტიჟი ახლა უფრო დიდია, ვიდრე ადრე და ამ ქვეყანას ყველა როგორც დიდ ძალას ხედავს“, - განუცხადა ხამენეიმ ასადს. ირანის სახელმწიფო ტელევიზია ციტირებს ასადის სიტყვებს, რომ „ირანისა და სირიის სტრატეგიულმა კავშირებმა ხელი შეუშალა სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) დომინირებას რეგიონში“. „ისრაელი, რომლის აღიარებაზე ისლამური რესპუბლიკა უარს ამბობს, ხშირად ახორციელებს თავდასხმებს სირიაში, ირანის ობიექტებზე, სადაც თეირანის მხარდაჭერილი ძალები, მათ შორის ჰეზბოლა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სირიის ომში ასადის მხარდასაჭერად განლაგდნენ. ირანის ეკონომიკური გავლენა სირიაში ბოლო წლებში გაიზარდა მას შემდეგ, რაც ასადის მთავრობას საკრედიტო ხაზებით ამარაგებდა“, - წერს Reuters-ი.
ერდოღანს ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრა სურდა - მედია
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა გამოთქვა სურვილი, შეხვედროდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, თუ სირიის ლიდერი უზბეკეთის სამიტს დაესწრებოდა. ამის შესახებ Reuters-ი თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს. თუმცა ასადი არ ესწრებოდა სამიტს. მანამდე, Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ ბოლო კვირებში, თურქეთის დაზვერვის უფროსმა სირიელ კოლეგასთან დამასკოში ბევრი შეხვედრა გამართა.
საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გასცა
საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის, რომელიც 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენებაშია ბრალდებული, დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. ქიმიური იარაღის გამოყენების გარდა, ასადს ბრალად 2013 წლის აგვისტოში დამასკოს მახლობლად განხორციელებული სამხედრო დანაშაულები ედება, როდესაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთმა დაკავების საერთაშორისო ორდერი სირიის პრეზიდენტის ძმის, მაჰერ ასადის მიმართაც გასცა, რომელიც სირიის ელიტურ სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობს.