თეგი: ბილ კლინტონი
კლინტონის განცხადებით, მან ელცინსა და პუტინს რუსეთის NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა
აშშ-ის 42-ე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა The Atlantic- თან განაცხადა, მისი პრეზიდენტობის ვადაში მან რუსეთის პირველ პრეზიდენტ ბორის ელცინს და შემდგომ მის შემცვლელ ვლადიმერ პუტინს რუსეთის NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა. კლინტონი ყვება, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთს დახმარებოდა 21-ე საუკუნის „უდიდესი დემოკრატია“ გამხდარიყო. მისი თქმით აშშ-მ რუსეთის ფედერაციას გამოუყო $1,6 მილიარდი ბერლინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჯარის გასაყვანად „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში. ასევე რუსეთი „დიდ შვიდეულის“ ქვეყნების გაერთიანებაში მიიწვია. „მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ღია ვინახავთ NATO-ს კარებს რუსეთის შესვლისთვის, რაც მე ელცინს და შემდეგ მის მემკვიდრეს ვლადიმირ პუტინს ვუთხარი“, - თქვა კლინტონმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ცრუ ბრალდებებს უწოდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის იზოლაციას ცდილობდა, - განაცახადა კლინტონმა. კლინტონის განცხადებით, ის ელცინს 18-ჯერ შეხვდა, ხოლო პუტინს 5-ჯერ. „მოსაზრებები, რომ ჩვენ ვახდენდით რუსეთის იგნორირებასა და იზოლაციას, სიცრუეა. დიახ, NATO ფართოვდებოდა რუსეთის პოზიციის მიუხედავად, მაგრამ ალიანსის გაფართოება არ უკავშირდებოდა მხოლოდ აშშ-ს და რუსეთის ურთიერთობას“, - აღნიშნა კლინტონმა. 2017 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან შესთავაზა ბილ კლინტონს ეფიქრა რუსეთის NATO-ში გაწევრიანებაზე. პუტინის თქმით, კლინტონმა უპასუხა: „კარგი, მე არ ვარ წინააღმდეგი”, რის შემდეგაც, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ”მთელი ამერიკული დელეგაცია განერვიულდა”. 2022 წლის თებერვალში პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი შეთავაზება კლინტონთან 2000 წელს მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა და აშშ-ს პრეზიდენტის რეაქცია „ძალიან თავშეკავებული იყო“. 1949 წელს ჩამოყალიბებული NATO-ს არსებობის მანძილზე რუსეთმა სამჯერ სცადა სამხედრო ალიანსში გაწევრიანება. 1954 წელს მოსკოვმა შესთავაზა საბჭოთა კავშირის მიღებას NATO-ში. 1990-იან წლებში ბორის ელცინმა ასევე შესთავაზა რუსეთს ალიანსში გაწევრიანება. 2000 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პუტინმა ეს საკითხი კლინტონთან მოლაპარაკების დროს დააყენა.
ბილ კლინტონი მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე: საქართველოს პრეზიდენტი დღეს აქ არის, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. ბილ კლინტონმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა და გაიხსენა, რომ მადლენ ოლბრაიტს სჯეროდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის მაღალი მორალური პრინციპებისა. „საქართველოს პრეზიდნეტი დღეს აქ არის, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ“, - განაცხადა ბილ კლინტონმა ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, დაკრძალვის ცერემონიაზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მადლენ ოლბრაიტის ოჯახის წევრები. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1400 მოწვეული სტუმარი ესწრება, აშშ-ის პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, სახელმწიფო დეპატრამენტის წარმომადგენლები, კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტები, ნობელის პრემიის ლაურეატები. დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება. შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბილ კლინტონი ნანობს, რომ 1990-იან წლებში უკრაინა დაარწმუნა, ბირთვული იარაღის ფლობაზე უარი ეთქვა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ნანობს, რომ 1990-იან წლებში უკრაინა დაარწმუნა, უარი ეთქვა ბირთვული იარაღის ფლობაზე. მისი განცხადებით, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, თუ კიევს ბირთვული იარაღი კვლავ ექნებოდა. „მე ვგრძნობ პირად წილს, რადგან მე დავითანხმე ისინი, უარი ეთქვათ მათ ბირთვულ იარაღზე. და არცერთ მათგანს არ სჯერა, რომ რუსეთი ამ ტრიუკს მოიმოქმედებდა, თუკი უკრაინას ექნებოდა მისი იარაღი". ინფორმაციისთვის, 1994 წლის იანვარში, კლინტონმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან ბორის ელცინთან და უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტთან ლეონიდ კრავჩუკთან ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს. 2014 წელს რუსეთმა ოკუპირებული ყირიმის ანექსია, სხვა შეთანხმებებთან ერთად ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევით მოახდინა.