აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ნანობს, რომ 1990-იან წლებში უკრაინა დაარწმუნა, უარი ეთქვა ბირთვული იარაღის ფლობაზე.
მისი განცხადებით, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, თუ კიევს ბირთვული იარაღი კვლავ ექნებოდა.
„მე ვგრძნობ პირად წილს, რადგან მე დავითანხმე ისინი, უარი ეთქვათ მათ ბირთვულ იარაღზე. და არცერთ მათგანს არ სჯერა, რომ რუსეთი ამ ტრიუკს მოიმოქმედებდა, თუკი უკრაინას ექნებოდა მისი იარაღი".
ინფორმაციისთვის, 1994 წლის იანვარში, კლინტონმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან ბორის ელცინთან და უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტთან ლეონიდ კრავჩუკთან ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს.
2014 წელს რუსეთმა ოკუპირებული ყირიმის ანექსია, სხვა შეთანხმებებთან ერთად ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევით მოახდინა.