თეგი: ბრიანსკის ოლქი
რკინიგზის გადასასვლელზე დივერსიის ბრალდებით, 25 წლის კაცი დააკავეს რუსეთში, ბრიანსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, 25 წლის კაცი რკინიგზის გადასასვლელზე დივერსიის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. ცნობილია, რომ დაკავებული ქალაქ სუროჟის მკვიდრია. სხვა დეტალები არ ვრცელდება ბრიანსკის რეგიონი ესაზღვრება უკრაინას, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა ომი გასული წლის თებერვალში დაიწყო.
რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა
რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა. მისივე ცნობით, რელსებიდან 7 ვაგონი გადავიდა. „უნეჩის რაიონში, ბრიანსკ-უნეჩას რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მსხვერპლი არ არის", - დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელში. რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიული სამსახურები და ქალაქის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, „რუსეთის რკინიგზამ“ ოპერატიული შტაბი შექმნა.