თეგი: ბრძანება
პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდაზე ბრძანებას მოაწერა ხელი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსული არმიის დაკომპლექტების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან ბრძანების მიხედვით, სამხედრო პერსონალი 137 000 ადამიანით გაიზრდება. ეს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის ხარჯზე მოხდება - ჯარში სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა უცვლელი დარჩება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ზოგიერთი საბრძოლო ნაწილი შეტევითი ოპერაციებისთვის არასაიმედოა კონკრეტულად როგორ გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა - დამატებითი გაწვევით, თუ საკონტრაქტო ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდით - ბრძანებაში არ არის მითითებული. რუსეთმა უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში, 6 თვის წინ დასახული მიზნების უმეტესობას ვერ მიაღწია - ბრიტანეთის დაზვერვა ბრძანება ძალაში 2023 წლის პირველი იანვრიდან შევა.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის ან დეზერტირობის შემთხვევაში, 10-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს
რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს. კანონი სახელმწიფო დუმამ 20 სექტემბერს, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების წინა დღეს სასწრაფოდ მიიღო. ცვლილებების თანახმად, ასევე მკაცრდება სასჯელი მობილიზაციის პერიოდში დანაყოფის უნებართვო მიტოვებისთვის, ბრძანების შეუსრულებლობისთვისა და დეზერტირებისთვის. საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, ხოლო თუ უარს „მძიმე შედეგები“ მოჰყვა, პატიმრობა 10 წლამდეა. იგივე ვადა გათვალისწინებულია ბრძანების შეუსრულებლობისთვის. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.