რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს.
კანონი სახელმწიფო დუმამ 20 სექტემბერს, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების წინა დღეს სასწრაფოდ მიიღო.
ცვლილებების თანახმად, ასევე მკაცრდება სასჯელი მობილიზაციის პერიოდში დანაყოფის უნებართვო მიტოვებისთვის, ბრძანების შეუსრულებლობისთვისა და დეზერტირებისთვის.
საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, ხოლო თუ უარს „მძიმე შედეგები“ მოჰყვა, პატიმრობა 10 წლამდეა. იგივე ვადა გათვალისწინებულია ბრძანების შეუსრულებლობისთვის.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.