თეგი: გაზის ბაზარი

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან გაზის ერთობლივი ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება

ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან ერთობლივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება.  მისი თქმით, საკავშირო პროგრამა „კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს“, რომელიც არ განხორციელებულა. „ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია? - სვავს კითხვას ბელორუსის პრეზიდენტი.  რუსეთი და ბელორუსი, საკავშირო სახელმწიფოში გაზის ერთიანი ბაზრის შექმნაზე 2021 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ. შესაბამისი დოკუმენტი 2023 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. „გარდა ამისა, გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრების გაერთიანების შესახებ, ასევე შეთანხმება ელექტროენერგიის ერთიან ბაზარზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.