ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან ერთობლივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება.
მისი თქმით, საკავშირო პროგრამა „კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს“, რომელიც არ განხორციელებულა.
„ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია? - სვავს კითხვას ბელორუსის პრეზიდენტი.
რუსეთი და ბელორუსი, საკავშირო სახელმწიფოში გაზის ერთიანი ბაზრის შექმნაზე 2021 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ.
შესაბამისი დოკუმენტი 2023 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
„გარდა ამისა, გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრების გაერთიანების შესახებ, ასევე შეთანხმება ელექტროენერგიის ერთიან ბაზარზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.